ეს საინტერესოა

 

ეთანოლიდან ბუტანოლის მიღება - ბიო საწვავის ახალი ალტერნატივა

ეთანოლის, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში უკვე გამოიყენებება ბიოსაწვავად, მიღება ძრითადად ბიომასების ფერმენტრებით მიმდინარეობს. თუმცა მას მთელი რიგი პრობლემები ახასაითებს, როგორიცაა ნავთობთან შედარებით ნალები ენერგოტევადობა, კოროზიულობა, წყალში ხსნადობა და სხვა.

მაგრამ სხვა სპირტებს, მაგალითად 1-ბუტანოლს ეს უარყოფითი თვისებები ნაკლებად ახასიათებს და უფრო მეტად „ჰგავს“ ნავთობს, თუმცა მისი მიღების ძვირი ტექნოლოგიის გამო დღემდის არ განიხილებოდა ტრადიცული საწვავების ალტერნატივად.

მიჩიგანის უნივერსიტეტის სამეცნიერო გუნდმა Nathaniel Szymczak-ის ხელმძღვანელობით რუთენიუმის ამიდური კომპლექსით კატალიზით დიდი გამოსავლიანობით ოთახის ტემპერატურაზე ეთანოლიდან მიიღეს 1-ბუტანოლი. რუთენიუმის კატალიზატორის საშუალებით ეთანოლი დეჰიდრირდება აცეტალდეჰიდში, რომლის ორი მოლეკულა ურთიერთქმედებით იძლევა კროტონალდეჰიდს. ხოლო ამ უკანასკნელის ჰიდრირება იძლევა 1-ბუტანოლს. კატალიზატორის როლი რეაქციაში არის წყალბადის ართმევა რეაქციის პირველ საფეხურზე და უკანვე დაბრუნება საბოლოო სტადიაზე. ამიტომ ასეთი რეაქციის სახეს შეარქვეს „წყალბადის სესხების რეაქცია“.

 

სრულად

 

წყარო:K T Tseng et al, Chem. Commun., 2016, DOI: 10.1039/c5cc09913g

 

გამოქვეყნებულია: 25-07-2017