ეს საინტერესოა

 

გრაფენის აეროგელი

ჩინელმა მეცნიერებმა გრაფიტის საფუძველზე შეძლეს შეექმნათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი ფოროვანი მასალა - გრაფიტის აეროგელი. იგი ჰაერზე 7-ჯერ და მის წინამორბედზე (აეროგრაფიტი) 12-ჯერ უფრო მსუბუქია. ერთი კუბური სანტიმეტრი მოცულობის გრაფიტის აეროგელი მხოლოდ 0.16 მილიგრამს იწონის - შესაბამისად ერთი კუბური მეტრი მასალის წონა იქნება 160 გრამი. იგი იმდენად მსუბუქია, რომ მისი შეკავება შეუძლია მცენარის ბუსუსებს.

აეროგელს შესწევს უნარი, რომ 90%-ით შეკუმშვის შემდეგ სრულად აღიდგინოს პირვანდელი ფორმა. შთანთქავს მის წინაზე 900-ჯერ მეტ ნავთობს 68.8 გ წამში სიჩქარით, რაც მას პერსპექტიულს ხდის ნავთობით დაბინძურების არეალების რეგენერაციასა და დაღვრილი ნავთობის ხელახლა შეგროვებაში.

აეროგელლები ძირითადად მიიღება სითხე-გელის მეთოდით, რომელშიც გელი განიცდის დეჰიდრატაციას მანამ, სანამ არ დარჩება მხოლოდ აეროგელი. აერო გელების მიღება ზოგიერთ შემთხვევებში წარმოებს თარგული მეთოდით. ამ მეთოდით აეროგრაფიტის მიღებისას ნახშრბადის ატომენს "ალაგებენ" თუთიის ოქსიდის (კარკასი) კრისტალებზე. ამ უკანასკნელს შემდეგ გამოწვავენ და რჩება მხოლოდ აეროგელი. გრაფენის აეროგელის მისაღებად ჟეჯიანგის მეცნიერებმა გამოიყენეს გამოყინვით შრობის ახალი მეთოდი. გამოყინვით შრობისას გელს სცილდება წყალი და რჩება მხოლოდ ერთი ატომის ფენის ფოროვანი მასალა.

 

სრულად

 

წყარო:ExtremeTech

 

გამოქვეყნებულია: 11-12-2019