ეს საინტერესოა

 

Datink: დათარიღება უფრო აკურატულად და ნაკლები ჩარევით

მელნის (დოკუმენტების) დათარიღება ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა კრიმინალისტიკურ ქიმიაში, რადგან იგი უმნიშვნელოვანეს მეთოდს წარმოადგენს დოკუმენტების გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ანალიტიკური ქიმიის პროფესორის როზა მარია ალონსოსა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებული იქნა 5 წლის სიძველის დოკუმენტების დათარიღების უფრო აკურატული მეთოდი.

დოკუმენტის დათარიღების არსებული მეთოდის თანახმად ანალიზზე გავლენას ახდენს ქაღალდის ბუნება, ფურცელზე დაწოლის ძალა, დატანილი მელნის რაოდენობა და ნაწერის შესრულების ტექნიკა. ამდენად, დღეისათვის განისაზღვრება 90 დღეზე უფრო ახალი და 2 წელზე უფრო გვიან შესრულებული წარწერა. ცხადია, დროის ასეთი განაწილება მთელ რიგ შემთხვევებში არ არის საკმარისი.

შემოთავაზებული ახალი მეთოდის საშულებით საკმარისია დოკუმენტის მინიმალური რაოდენობა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება 5 წლამდე ხანდაზმულობის დოკუმენტების ასაკი.

 

სრულად

 

წყარო:1.I. San Román, L. Bartolomé, M.L. Alonso, R.M. Alonso, M. Ezcurra. DATINK pilot study: An effective methodology for ballpoint pen ink dating in questioned documents. Analytica Chimica Acta, (2015), 8

 

გამოქვეყნებულია: 20-11-2015