ეს საინტერესოა
80 წლიანი საიდუმლო ამოხსნილია - ქიმიკოსებმა მოახერხეს ყინულის ერთეულოვანი კრისტალის გამოყოფა
ტაფტის უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ყინულის ერთეულოვანი კრისტალის გამოყოფა შემდგომი შესწავლისათვის. იგი მეცნიერებსა და მკვლევარებს საშუალებას მისცემს პასუხი გასცენ კლიმატთან და გარემოსთან დაკავშირებულ არაერთ კითხვას. აღმოჩენა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებში გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს.
„ყინულის კრისტალებს ყველგან ვხვდებით და შეიძლება ისინი მოიცავდნენ პასუხებს არაერთ მეტად საინტერესო, მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ ადრე მათი შესწავლის საშუალება არ იყო, რადგან ერთეულოვანი კრისტალის გამოყოფა ვერ ხერხდებოდა ლაბორატორიულ პირობებში.“ - განაცხადა ტაფტის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლის პროფესორმა მარი ჯეინ შულცმა.
ტაფტის უნივერსიტეტის მკვლევართა აღმოჩენა საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ორთქლი ყინულის კრისტალთან ღრუბლებში, რის შედეგადაც მიიღება წვიმა, თუ რომელ მავნე ნაერთებს (დამაბინძურებლებს) შეულიათ ყინულის კრისტალებში ერთად განთავსება და თუ რატომ არ არის ერთმანეთის მსგავსი თოვლის ორი ფიფქი.
წყარო:ScienceDaily, 30 ოქტომბერი 2015.
გამოქვეყნებულია: 07-11-2015