ეს საინტერესოა

 

იშვიათ მიწათა მეტალების სეპარაცია უი სხივებით

ჰოლანდიელი მკვლევარების მიერ შემუშავებული იქნა უი სხივებით იშვიათ მიწათა მეტალების სეპარაციის მეთოდი. იგი ლუმინესცენტურ და ეკონომ-ნათურებში არსებული ევროპიუმისა და იტრიუმის რეციკლიზაციის საშულებას იძლევა. არსებული ტექნოლოგია დაფუძნებული იყო მათი გამხსნელების საშუალებით დაცილებაზე.

ევროპიუმი და იტრიუმი მიეკუთვნებიან იშვიათ მიწათა მეტალების რიგს, რომელთაც ძირითადად იყენებენ მოწინავე და მაღალ ტექნოლოგიებში. აღნიშნული მეტალების მოპოვება საკმაოდ რთულია და ამიტომ მათი რეციკლიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.

შემუშავებული ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ლუმინესცენტურ და ეკონომ-ნათურებში არსებული ლუმინესცენტური მანათობელი დანამატის რეგენერაცია.

 

სრულად

 

წყარო:1.Bart Van den Bogaert, Daphné Havaux, Koen Binnemans, Tom Van Gerven. Photochemical recycling of europium from Eu/Y mixtures in red lamp phosphor waste streams. Green Chem., 2015; 17 (4): 2180 DOI: 1

 

გამოქვეყნებულია: 07-11-2015