ეს საინტერესოა

 

ნანოფოროვანი მეთანის კონტეინერი

მეთანის უსაფრთხო და ეფექტური კონტეინერის შექმნისათვის არაერთი სამეცნიერო შრომა და გამოგონებაა მიძღვნილი. თუ ეს პრობლემა გადაწყდება, მეთანმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ნავთობზე დამოკიდებულობა. ამ მხრივ საინტერესო წინადადებას გვთავაზობენ მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ჯგუფის წევრები, რომელთაც შექმნეს მეთანის ნანოფოროვანი კონტეინერი კომპიუტერული მოდელირების საშუალებით.

ნანოფოროვანი კონტეინერის საშუალებით შესაძლებელი იქნება მეთანის შეგროვება შედარებით დაბალ წნევაზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოებს თვალსაზრისით, ისე ტექნიკურად - მეთანის მომხმარებელ აგრეგატებში (მაგალითად ავტომობილებში) აღარ იქნება საჭირო მაღალი სიმტკიცის დიდი წონის ბალონების გამოყენება და ავტოგასამართ სადგურებში კი მაღალი წნევის კომპრესორების გამოყენება.

 

სრულად

 

წყარო:C M Simon et al, Energy Environ. Sci., 2015, DOI: 10.1039/c4ee03515a

 

გამოქვეყნებულია: 31-10-2015