ეს საინტერესოა

 

ბიოქიმიური მოწმე მიუთითებს ეჭვმიტანილის რასაზე

დანაშაულის ადგილზე მოპოვებული ბიოლოგიური ნიმუშები, შეიძლება პიროვნების საიდენტიფიკაციოდ, დანაშაულის წარდგენის ან გამართლებისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდეს. ეჭვმიტანილის პროფილის შესადგენად დნმ / რნმ ანალიზის მეთოდები თანამედროვეა, თუმცა იგი ამისათვის რთულ აღჭურვილობას საჭიროებს.

დანაშაულის ადგილზე მიმდინარე სითხეების ანალიზი, უმეტესად შემოიფარგლება შესაძლო ნიმუშების მარტივი იდენტიფიკაციით, მაგალითად, სისხლის ლაქები, რომელსაც შემდგომ აგროვებენ და აგზავნიან კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში. ასეთი მიდგომის დაბალი ექსპრესიულობა არასასურველ შუალედს ქმნის გამოძიებისათვის, იმდენად რამდენადაც სისხლის სამართლის საქმეებში, ხშირ შემთხვევაში დრო წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს.

პოტსდამში კლარკსონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ევგენია კატცის (Evgeny Katz) ხელმძღვანელობით და ჟან ხალამეკთან (Jan Halámek) თანამშრომლობით, ნიუ-იორკის შტატის ოლბანის უნივერსიტეტიდან, შესრულებულია სამუშაო ევროპულ და ზანგთა რასების წარმომადგენელთა სისხლში ორი ბიომარკერის (კრეატინკინაზები და ლაქტატდეჰიდროგენაზები) შემცველობის ანალიზზე. მკვლევარებმა შეადგინეს ბიოტესტი, რომელიც ეყრდნობა მულტიფერმენტული ბიოკატალიზური კასკადის ეფექტში ამ ფერმენტების სხვადასხვა რაოდენობრივ შემცველობებს შორის განსხვავების გაზრდას. ეს ტესტი საშუალებას იძლევა ადამიანის სისხლის მოდელირებული და რეალური ნიმუშებიდან, ამავე დროს 24 საათიანი დაგვიანებით, წარმატებით გამოყოს ორი რასა.

 

სრულად

 

წყარო:Analyst, 2013, DOI: 10.1039/c3an01062g

 

გამოქვეყნებულია: 14-05-2015