ეს საინტერესოა

 

მომავალი თაობის მასალა ანგიოქირურგიისათვის

ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ბიოდეგრადირებადი შენადნობი სამედიცინო იმპლანტანტებში გამოსაყენებლად. ახალი შენადნობი, რომელსაც JDBM-ს უწოდებენ წარმოადგენს მაგნიუმის, ნეოდიმის, თუთიისა და ცირკონიუმის ნარევს. JDBM შენადნობი ფიზიოლოგიურ პირობებში თანაბრად იშლება, რაც საშუალებას იძლევა მისგან დამზადებული იმპლატანტები მოცილებული იქნას დამატებითი ოპერაციის გარეშე.

ათეროსკლეროზი წინ უსწრებს გულის დაავადებას, რაც ქოლესტერინის დაგროვების გამო არტერიის კედლების შესქელებისას ვლინდება. ათეროსკლეროზის ქირურგიული მკურნალობის დროს სისხლის მიმოქცევის აღსადგენად დაბლოკილ სისხლძარღვებში გამოიყენება ბადისებრი მილი, რომელსაც სტენტს უწოდებენ. დღეს გამოყენებული სტენტების უმეტესობას არ გააჩნია ბიოდეგრადაციის უნარი და მათ დამატებითი ოპერაციით აშორებენ. სტენტები, რომლებიც დამზადებულიაJDBM შენადნობისაგან, რომელიც მიღებულ იქნა მეცნიერთა ჯგუფის რონგ ფენისა (Rong Fan) ისრაელის უნივერსიტეტიდან და გუანინ იანიას(Guanyin Yuan) მიერ შანხაის სატრანსპორტო უნივერსიტეტიდან, დაიშლება ორგანიზმში და ასე, რომ მათი მოცილების აუცილებლობა საჭირო აღარ არის.

ბიოდეგრადირებადი სტენტების იდეა ახალი არ არის. თუმცა მეტალური შენადნობი, რომელიც აქამდე ასეთი სტენტების დასამზადებლად იყო გამოყენებული, საკმაოდ სწრაფად და არათანაბრად იშლებოდნენ.

 

წყარო:Nanoscale, 2013, DOI: 10.1039/c3nr02912c

 

გამოქვეყნებულია: 19-02-2015