ეს საინტერესოა

 

მომავლის სტატიები - აუდიოსლაიდები Elsevier-საგან

ფართოდ ცნობილი გამომცემლობა Elsevier ავტორებს სთავაზობს სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების სრულიად ახლებურ ფორმას - აუდიოსლაიდებს.

აუდიოსლაიდები არის მოკლე ვიზუალურ-ხმოვანი სლაიდების კრებული (ვიდეო ფაილი), რომლის გაცნობაც შესაძლებელი იქნება ScienceDirect ვებ-კატალოგში ყოველი სტატიის ნაბეჭდ ვერსიასთან ერთად.



სამეცნიერო აუდიოსლაიდებს არაერთი დადებითი მხარე გააჩნია. იგი საშუალებას მისცემს ავტორს გარკვეული რეკლამა გაუკეთოს თავის სამეცნიერო ნაშრომს, მკითხველს შესთავაზოს მისეული ხედვა ჩატარებული კვლევის მიმართ და ხაზი გაუსვას კვლევის ძირითად და მნიშვნელოვან ასპექტებს.

აუდიოსლაიდები მკითხველებს თავის მხრის საშუალებას აძლევს სწრაფად გაეცნონ კვლევის შინაარს, მოახდინონ საკუთარი მათი პორტირება ვებ და სხვა ელექტრონულ კატალოგებში, სამეცნიერო ნაშრომებს გაეცნონ აუდიო ფორმით კითხვისათვის მოუხერხებელ პირობებში (მაგ. ტრანსპორტში).

ამასთან აღსანიშნავია, რომ აუდიოსლაიდები უფასოა როგორც სტატიის ავტორებისათვის, ისე მკითხველებისათვის.

Elsevier უფრო შორს მიდის და ავტორებს სთავაზობთ სპეციალურ ვებ სერვისს, რომლის საშუალებითაც ავტორები მოახდენენ აუდიოსლაიდების ჩაწერას. სტატიის სარედაქციო კოლეეგის მიერ გამოსაქვეყნებლად მიღების შემდეგ ავტორს ეგზავნება სპეციალური ბმული, რომლის საშუალებითაც იგი შედის სპეციალურ ავტორიზებულ ვებ-სივრცეში (ვებ-გვერზე), რომლის საშუალებითაც იგი ახორციელებს ხმოვანი მასალისა და სლაიდების ჩაწერას. ამდენად, ავტორს არ ესაჭიროება რაომე დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ქონა აუდიოსლაიდების მოსამზადებლად.

აუდიოსლაიდების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულის გამოყენებით.



 

წყარო:http://www.journals.elsevier.com/journal-of-controlled-release

 

გამოქვეყნებულია: 06-05-2014