ეს საინტერესოა

 

სხვადასხვა ფერის ინდიკატორები არაპოლარული ხსნარებისათვის

იაპონელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ საღებარი ხსნარის მჟავურობიდან გამომდინარე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ხუთი ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერთა გამით, რისი გამოყენებაც შესაძლებელია არაპოლარულ გამხსნელებში ფუძე- მჟავური წონასწორობის გამოსახატავად.

ინდივიდუალური პიგმენტის შესაძლებლობა, მრავალი სხვადასხვა ფერის სადემონსტრაციოდ, მეტად უჩვეულოა.

წყალბადური კავშირი, დეპროტონირება და სხვადასხვა ხარისხის პროტონირება - ეს ყველაფერი საღებარს ანიჭებს -ოქსოპორფირინულ (oxoporphyrinogen) თვისებას, სხვადასხვა ფერს. ანიონსა და ოქსოპორფიროგენს შორის წყალბადური კავშირი იძლევა ლურჯ შეფერილობას, რომლის გაძლიერებაც დამოკიდებულია მათ შორის ურთიერთქმედების ძალაზე. ძლიერი ფუძე თვისების მატარებელი ნივთიერებები ოქსოპორფიროგენზე განიცდის დეპროტონირებას და ღებულობს ღია ყავისფერ შეფერილობას. საპირისპიროდ მოქმედებს მჟავები. განსაზღვრული სიძლიერის მჟავები საღებრის ორჯერ პროტონირებას ახდენენ. ეს ახდენს საღებრის სტრუქტურის ტაუტომერიზაციას, რომელიც იწვევს შეუღლებული ელექტრონული სისტემის სტრუქტურის ცვლილებას, ასევე იწვევს ამ შემთხვევაში, წითელი ფერის მნიშვნელოვან ცვლილებას. უფრო ძლიერი მჟავები ახდენენ საღებრის ოთხჯერ პროტონირებას, ამრიგად ყველა ხელმისაწვდომი ელექტროუარყოფითი ატომი პროტონირდება, რაც საღებარს ანიჭებს კაშკაშა მწვანე ფერს.

 

სრულად

 

წყარო:Chem. Commun., 2013, 49, 6870, (DOI: 10.1039/c3cc42859a)

 

გამოქვეყნებულია: 06-05-2014