სიახლეები
“ჩვენ გვიყვარს ქიმია“, ტომი 2.
გამომცემლობამ „საქართველოს მაცნე“ გამოსცა მეორე ტომი სამეცნიერო-პოპულარული სერიიდან „ჩვენ გვიყვარს ქიმია“.
წიგნში აღწერილია 24 საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტი. თითოეულ ცდას, მისი ამსახველი ილუსტრაციებისა და ვიდეოების (QR კოდის სახით) და თემატური ინფოგრაფიკების გარდა, თან ერთვის ეფექტის ქიმიური არსის ახსნა, ჩატარების მეთოდიკა, უსაფრთხოების წესები და ნარჩენების უტილიზაცია.
წიგნების სერია, „ჩვენ გვიყვარს ქიმია“ მიზნად ისახავს ქიმიის პოპულარიზაცია და ქიმიის დისციპლინის მიმართ მოსწავლეთა ინტერესების გაღვივებას.
ავტორები არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები:
ლაშა ხუციშვილი, რომეო კარაპუტაძე, კესო კვარაცხელია, ანა შავშიშვილი, მანანა გიქოშვილი, ზაკო სანიკიძე, მაკინე არაბული, ვანო კავთელაშვილი, ამიკო სულიკაშვილი, ნაზი ტყეშელაშვილი, ვალერი ყუფუნია.
რედაქტორები: გია ხატისაშვილი - ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ელიზბარ ელიზბარაშვილი - ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ ხატისაშვილი - ქიმიკოსი, სურსათის ტექნოლოგიების მაგისტრი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
დიზაინი, ფოტოგრაფია, მხატვრობა შესრულებულია მარიამ ელიზბარაშვილის მიერ.
გამოქვეყნებულია: 02-03-2023