სიახლეები
მალე: ქიმიის ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი
IUPAC-ის მიერ შემუშავებული ტერმინოლოგიის ბაზაზე შეიქმნება ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ქიმიის განმარტებითი ონლაინლექსიკონი.
ჩვენს პორტალზე ტერმინოლოგიური ლექსიკონში განთავსდება ანბანთრიგზე. საძიებო სისტემა მომხმარებელს დაეხმარება როგორც ინგლისური შესატყვისის, ასევე პირიქით - ქართული შესატყვისის მიხედვით ტერმინის ძიებაში. ქართულ სალექსიკონო სიტყვა-სტატიაში სახელები განთავსდება სახელობითი ბრუნვის ფორმით. ზმნური ერთეულები განთავსდება მასდარის სახით, ხოლო ზმნური შესიტყვებები - სახელისა და მასდარის შესიტყვების სახით. მეთაური სიტყვის გასწვრივ წარმოვადგენთ ვრცელ განმარტებას, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვა ტერმინის მონიშვნაც.
ლექსიკონზე თავისუფალი წვდომა ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და ვიმედოვნებთ რომ ერთის მხრივ დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მასწავლეებლებს, მკვლევარებს, მთარგმნელებს, ხოლო მეორე მხრივ იგი იქცევა საბაზისო პლატფორმად ქიმიის ქართული ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციისათვის.
პროექტი შესრულდება საქართველოს აგრარული და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტების ბაზაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით.
გამოქვეყნებულია: 01-12-2022