სიახლეები

 

სქპა-ს რჩეული ნაწარმოები

17 ოქტომბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს  მიერ, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსის- „ვწერ მასწავლებლისთვის“ დაჯილდოების ცერემონიალი.

საპრიზო ადგილები დაიკავეს:

I ადგილი-  იუნონა გურული „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“ – 1000 ლარი;

II ადგილი –„უახლესი ისტორია “ – ცოტნე ავსაჯანიშვილი – 700 ლარი;

III ადგილი – „მშვიდობიანთკარი“- მიშა ბახსოლიანი–  500 ლარი.

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზი სოფო გოგალაძეს გადაეცა მოთხრობისთვის  „დილა მშვიდობისა მეგობრებო ანუ guten morgen freunde“.

საუკეთესო ნაწარმოებების გაცნობა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

 

 

გამოქვეყნებულია: 18-10-2022