სიახლეები
ელიზბარ ელიზბარაშვილი: წყალი წყალსა შემოვტყორცნე
დღეს მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ორასზე მეტ სახელმწიფოს ითვლის, თუმცა განვითარებული ქვეყნების ჩამონათვალი ძალიან მცირეა, ძალიან განვითარებულთა ჩამოსათვლელად კი ერთი ხელის თითებიც გვეყოფა. არცერთ მათგანს არც „წინაპართაგან“ მოსდევს ეს სიმდიდრე და არც მზითვად მიუცია ვინმეს. დიდი ისტორიის მქონე ქვეყნები ისტორიის სახელმძღვანელოებს თუ ამდიდრებენ თავიანთი დიდების შარავანდედებით. მათი უმეტესობა რუკაზე აღარც კი არსებობს. რაც შემორჩა, ისეა გახუნებულ-გაფერმკრთალებული და დალეული, ძლივს იპოვი. მსოფლიო დოვლათის შექმნაში მათი წვლილი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში – მარტოხელა გლეხკაცისა, მთელი წელი წელებზე ფეხს რომ იდგამს და მოსავლიდან მოსავლამდე მაინც ძლივს გააქვს თავი.ცხადია, საინტერესოა, როგორ მოახერხეს ერთეულებმა ასეთი გარღვევა. ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია – ტექნოლოგიებით. მაგრამ ძველ ბერძნებსაც, ეგვიპტელებსაც, მონღოლებსაც, რომაელებსა და არაბებსაც ჰქონდათ იმ დროისთვის მოწინავე ტექნოლოგიები. მაშ, რა მოხდა? საქმე ის არის, რომ სწავლულთა ყოლა ქვეყნისთვის არ არის საკმარისი. არც მარტო მათი გამოგონებებია განვითარების საწინდარი. წინსვლას მათი ნდობა სჭირდება. და კიდევ – გაბედულება, რისკი, უშიშობა.
სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 22-07-2022