სიახლეები

 

სპქა-ს განცხადება

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ღრმა მწუხარებთ იუწყება, რომ გარდაიცვალა  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის გამგე, მაკრომოლეკულების ქიმიის და პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ომარ მუკბანიანი.

 

ომარ მუკბანიანს მრავალი წელი აკავშირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იყო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო პოლიმერების ქიმიას, სილიციუმორგანულ ნაერთთა ქიმიას, ორგანო-არაორგანული მონომერების სინთეზს და მათ ბაზაზე პოლიმერებს, სამრეწველო პოლიმერების მოდიფიკაციას, პოლიმერული კომპოზიციური მასალებისათვის საქართველოს მინერალური ნედლეულის გამოყენებას ეხებოდა.   იგი იყო ასევე რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელი, მრავალი სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი, 480 მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 26 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი.

მისი  ხელმძღვანელობით დაცულია 17 საკანდიდატო დისერტაცია.

 

ომარ მუკბანიანი იყო არაერთი პროფესიული სამეცნიერო საზოგადოების წევრი, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩვენს ასოციაციასთანაც. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მუდმივად იყო საინფორმაციო მხარდამჭერი ბატონი ომარის მიერ დაფუძნებული ICSP&AM7 სიმპოზიუმის.

 

ბატონ ომარ მუკბანიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქიმიური საზოგადოებისათვის.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოხატავს და თანაუგძნობს მის კოლეგებსა და ოჯახის წევრებს.

 

 

გამოქვეყნებულია: 23-01-2022