სიახლეები
ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა
ჟურნალის ეს ნომერი „მედიაწიგნიერების“ თემას მიეძღვნა.
თანამედროვე სამყაროში მოდური გახადა სიტყვა – მედიაწიგნიერება. ჩვენთანაც ხშირად გაიგონებთ. მის აუცილებლობაზე ხშირად საუბრობენ.
სხვადასხვა წყარო, მედიაწიგნიერების განმარტების თავის ინტერპრეტაციას გვთავაზობს. თუმცა, იმას, რომ ეს გახლავთ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა ყველა აღიარებს. ცოდნა, უნარი და მოტივაცია კი აერთიანებს სამ კითხვას: რა? როგორ? რატომ? რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?
სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 06-12-2021