სიახლეები

 

ჟურნალი "პროფესიული განათლება"

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის გვერდზე განთავსდა ჟურნალი "პროფესიული განათლება" (იხ „პუბლიკაციები“).

 

ჟურნალი „პროფესიული განათლება“ გამოიცემა ფერმერთა ასოციაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის სახელმწიფოს დახმარებითა და დაფინანსებითა და სქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ტექნიკურ-საინფორმაციო მხარდაჭერით.

 ჟურნალის პირველ ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მასალებს:

  • პროფესიული განათლება წარმატების მიღწევის რეალური შესაძლებლობა (ირმა კახურაშვილი)
  • ზოგადი განათლების ინტეგრაცია პროფესიულ განათლებაში (შორენა ტყეშელაშვილი)
  • „მჯერა, რომ ბიზნესის ჩართულობით ცვლილებები პროფესიულ განათლებაში შესაძლებელია“ (ირმა კახურაშვილი)
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროფესიული განათლების მხარდამჭერია (ნინო ზამბახიძე)
  • შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ – ცოდნის ცენტრი სასოფლო[1]სამეურნეო განათლებაში (შორენა ტყეშელაშვილი)
  • „აისელების“ საერთო მიზანი: ხარისხიანი პროფესიული განათლება = დასაქმება = ქვეყნის დახმარება (ირმა კახურაშვილი)
  • ანია ზალცმანის წარმატების ისტორია პროფესიული განათლების დახმარებით (შორენა ტყეშელაშვილი)
  • პანდემიის გავლენა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სასწავლო საწარმოებში (ნინო ელბაქიძე, მაია არავიაშვილი)
  • პროფესიული განათლების ისტორიული წინამძღვრები საქართველოში (ია გიგიბერია)

 

ჟურნალის მთავარი რედაქტორია ნატალია ინგოროყვა, დიზაინერი: ბესიკ დანელია, სტილის რედაქტორი - ირმა ტაველიძე, ფოტოგრაფია: ირმა გაჩეჩილაძე, ლოგოს დიზაინი: მარიამ ელიზბარაშვილი

 

სარედაქციო კოლეგია

  • ნინო ელბაქიძე – გაეროს განვითარების პროგრამის პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი.
  • ნიკოლოზ მესხიშვილი – ფერმერთა ასოციაცია, საგანმანათლებლო პროგრამების ოფიცერი.
  • თამარ ქიტიაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.
  • თეა გულუა – გაეროს განვითარების პროგრამის ინოვაციების და ცოდნის მართვის ექსპერტი.
  • გიორგი პერტაია – სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

 გამოქვეყნებული მასალები არის ჟურნალ „პროფესიული განათლების“ ინტელექტუალური საკუთრება და ყველა უფლება დაცულია.

 ყდის ფოტოზე კოლეჯ „აისის“ სტუდენტი - დათო კეკვიაშვილი.

 

ჟურნალის სრული ვერსია შეგიძლიათ ჩამოწეროთ ბმულიდან.

 

 

გამოქვეყნებულია: 30-08-2021