სიახლეები
ლიტერატურულ კონკურსი ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით უკვე მეხუთედ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“.
კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს ვებგვრდზე.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, ტრადიციულად, დააჯილდოვებს ასოციაციის სპეციალური პრიზით ავტორს, ბუნებისმეტყველების პოპულარიზაციისთვის შექმნილი მოთხრობისათვის.
გამოქვეყნებულია: 10-09-2021