სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის მონაწილე მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა ხელი შეუწყონ სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
ამ მიზნით, მხარეები:
- გააღრმავებენ თანამშრომლობას;
- წაახალისებენ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას;
- გაცვლიან სამეცნიერო კადრებს.
- ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების, ასევე სასწავლო თვალსაჩინოებების გაცვლას ყველა საგანმანათლებლო დონეზე.
- მხარები თავიანთ მიერ გამოცხადებულ მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში ჩართავენ ერთმანეთს.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მკვლევრების, მეცნიერებისა და სხვა სპეციალისტების ვიზიტებს, სასწავლო მივლინებებსა და კონსულტაციებს, კვლევითი პროგრამებისა და პროექტების ერთობლივ შემუშავებასა და განხორციელებას და, შესაბამისად, მათი შედეგების ურთიერთ გაცვლას, ერთობლივი კურსების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას, სამეცნიერო ხასიათის აუდიო-ვიზუალური მასალების გაცვლას, სამეცნიერო გამოფენებისა და ჩვენებების ორგანიზებას, სამეცნიერო ლიტერატურის ინფორმაციის გაცვლასა სა სხვა აქტივობებს.
გამოქვეყნებულია: 29-04-2021