სიახლეები
მენდელეევის სახელობის ქიმიის საერთაშორისო 55-ე ოლიმპიადია
2021 წლის 20-26 აპრილს ტარდება მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში. მიმდინარე წელს COVID-19 უსაფრთხოების გამო ოლიმპიადა ტარდება ონლაინ.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 4 აპრილს ატარებს მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურს.
ოლიმპიადაში დაინტერესებული მოსწავლები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 4 აპრილს 10:00-ზე, თან იქონიონ პირბადე.
შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს.
შესარჩევი ტურის ხანგრძლივობა 5 საათი.
ოლიმპიადისა და შესარჩევი ტურის სამუშაო ენა: ინგლისური.
მისამართი: 200 აუდიტორია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 240 აღმაშენებლის ხეივანი.
საგამოცდო კომისია:
გია ხატისაშვილი (თავმჯდომარე)
გიორგი პეტრიაშვილი
ლაშა ხუციშვილი
თამარ ხატისაშვილი
დამატებითი ინფორმაცია:
მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა 2021 წელს ტარდება ონლაინ რეჟიმში, ორ ტურად 22 და 23 აპრილს. მონაწილეთა 10% მიიღებს ოქროს, 20%- ვერცხლისა და 30% ბრინჯაოს მედლებს. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ირანი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მაკედონია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.
საქართველო მეოთხედ მონაწილეობს ამ ფორუმში და მას მოპოვებული აქვს უკვე 2 ბრინჯაოს მედალი.
სანიმუშო ამოცანები: ტური 1 | ტური 2
ოლიმპიადის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გამოქვეყნებულია: 07-06-2021