სიახლეები
სამყაროს ქიმია - “გვაქვს უთვალავი ფერითა”.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ახალი, საკარანტინო პროექტი - "ჟამის ლექცია" წარმოგიდგენთ ელიზბარ ელიზბარაშვილის ლექციას: სამყაროს ქიმია - “გვაქვს უთვალავი ფერითა”.ფერი სამყაროს ერთ-ერთი საოცრებაა. ამ შეხვედრაში მინდა ვისაუბროთ ფერის ფენომენის შესახებ და გავცეთ პასუხი კითხვებს: რამდენი ფერი არსებობს სამყაროში? რამდენი ფერის გარჩევა შეუძლია ჩვენს თვალს? როგორ დავასახელოთ ფერი ზუსტად?
დღეისათვის ფერის გენერაცია ორი მეთოდით არის შესაძლებელი: ქიმიურად (ტრადიციულ) და ელექტრულად. ქიმიური მეთოდით ფერის აღძვრას სპეციალური მოლეკულები - საღებრები უზრუნველყოფენ. ლექციის დროს ვნახავთ, თუ რა სახის საღებრები არის გავრცელებული ბუნებაში, როგორ და რა მეთოდებით მიიღება ისინი ადამიანის ხელით და თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ გამოყენებას მეცნიერების, ტექნიკისა და დიაგნოსტიკის დარგებში.
ლექცია ჩატარდება 2 თებერვალს, 22:00 სააათზე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
გამოქვეყნებულია: 07-06-2021