სიახლეები

 

თინათინ ზარდიაშვილი: მათემატიკა ქიმიაში თუ ქიმია მათემატიკაში?

ოსწავლეებთან 15-წლიანი მუშაობის პროცესში ბევრჯერ შევეჯახე ერთ პრობლემას, ეს არის მათემატიკაში მიღებული ცოდნის ქიმიის, ბიოლოგიის ან ფიზიკის გაკვეთილზე გადატანასთან დაკავშირებული სირთულეები. ის მოსწავლეებიც, რომელთაც მაღალი შეფასება აქვთ მათემატიკაში, ერთუცნობიან განტოლებას ,,უცხოსავით“ უყურებენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს ის მარტივი განტოლებაა, რომელიც მათემატიკის გაკვეთილზე არაერთხელ ამოუხსნიათ. იგივე შეიძლება ითქვას ხარისხის ან პროცენტის გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ხსნარებთან დაკავშირებულ ამოცანებზე, რომლებიც ზოგადი უნარების, მათემატიკისა და ქიმიის ეროვნული გამოცდების პროგრამაშიც შედის.

ხსნარებზე ამოცანის ამოხსნის ბევრი ხერხი არსებობს, ზოგჯერ მათემატიკის გაკვეთილზე ჩაწერილი მზა ფორმულა მოსწავლეებსაც შემოუთავაზებიათ. დისტანციური სწავლების გაკვეთილებზე მუშაობისას კი ვიპოვე ერთი საინტერესო ხერხი – ამოცანების ამოხსნა გრაფიკულად GeoGebra-ის დახმარებით. ეს რესურსი შეუძლია გამოიყენოს ქიმიის მასწავლებელმა, როგორც გამჭოლი კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებს მათემატიკაში მიღებულ ცოდნას გადაატანინებს ქიმიაში და ამით გაამთლიანებს საკითხს. ასევე მათემატიკის მასწავლებელსაც შეუძლია გამოიყენოს, როგორც ,,კომპლექსური დავალება“, რომელიც აკმაყოფილებს ,,ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნებს. გრაფიკული ხერხის გამოყენება შესაძლებელია ფურცელზეც. გამოცდილების გაზიარების მიზნით გთავაზობთ ხსნარებზე ამოცანის ამოხსნის გრაფიკულ მეთოდს.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 24-11-2020