სიახლეები
IMChO-2020
14 და 15 ივლისს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მასპინძლობს მენდელეევის სახელობის ქიმიის საერთაშორისო 54-ე ოლიმპიადას.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სპეციალური ტურით შეირჩა, რომელიც 5 ივლისს ჩატარდა.
IMChO-2020-ის ნაკრების შემადგენლობაში შედიან:
იოანე კაპანაძე
ნინო აბესაძე
დავით სამხარაძე
გიგა კობახიძე
შედეგები 18 ივლისს გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრების მენტორია თინათინ ბუთხუზი, ხოლო საგამოცდო კომისიის ხელმძღვანელი გია ხატისაშვილი.
იხილეთ ფოტო მასალა.
გამოქვეყნებულია: 24-11-2020