სიახლეები

 

ჩატარდა მენდელეების სახელობის ქიმიის საერთაშორისო 54-ე ოლიმპიადის შესარჩევი ტური

დღეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა მენდელეევის სახელობის საერთაშორისო 54-ე ოლიმპიადის შესარჩევი ტური.  

 

დადგინდა ნაკრების ძირითადი და სარეზერვო შემადგენლობა.

ძირითადი ნაკრები:

იოანე კაპანაძე (89.71 ქულა)

ნინო აბესაძე    (80.79 ქულა)

დავით სამხარაძე (73.18 ქულა)

გიგა კობახიძე  (69.81 ქულა)

რეზერვი:

ანა მოლოდინი (66.24 ქულა)

ნიკოლას თოიძე (47.65 ქულა)

ნინო ხელიძე    (47.39 ქულა)

ანა რცხილაძე  (41.86 ქულა)

შესარჩევ ტურში მონაწილეობას იღებდნენ ქიმიით დაინტერესებული სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები. ტური მოიცავდა 5 ამოცანას.


შესარჩევი ტურის კომისია:

გია ხატისაშვილი (თავმჯდომარე)

სოფიკო ფაცაცია

ალექსანდრე ფიჩხაძე

თამარ ხატისაშვილი



ნაკრები 14-15 ივლისს მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს მენტორის თინათინ ბუთხუზის ხელმძღვანელობით. ოლიმპიადა მიმდინარე წელს პანდემიის გამო დისტანციურად ტარდება.

 

შესარჩევი ტურის ამოცანები:  PDF

შეფასების სქემა:  PDF

მოსწავლეთა ნაშრომები ატვირთულია და მონაწილეებს დაეგზავნათ ელფოსტით შესაბამისი ბმულები.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა 2020 წელს ტარდება ონლაინ რეჟიმში,  ორ ტურად-  14 და 15 ივლისს. მონაწილეთა 10% მიიღებს ოქროს, 20%- ვერცხლისა და 30% ბრინჯაოს მედლებს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ირანი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მაკედონია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

 

საქართველო მესამედ მონაწილეობს ამ ფორუმში და მას მოპოვებული აქვს უკვე 2 ბრინჯაოს მედალი.

 

ოლიმპიადის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



დამატებითი დოკუმენტები:

 

 

გამოქვეყნებულია: 24-11-2020