სიახლეები

 

მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტური

„საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“ და „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი“, მიმდინარე წლის  5 ივლისს, ატარებს მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურს.


ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი   მოსწავლები  უნდა გამოცხადნენ  საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში,  5 ივლისს,  08:30 საათზე. მოსწავლეებმა თან უნდა  იქონიონ პირბადე.


შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის, აუცილებელია,  მოსწავლეს მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული ქიმიის ეროვნულ ოლიმპიადაში და  გადასული იყოს მესამე ტურში.  

 

მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ, უნდა გაიაროს წინასწარ ონლაინ რეგისტრაცია.

 

რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს.


შესარჩევი ტურის ხანგრძლივობაა  5 საათი.


ოლიმპიადისა და შესარჩევი ტურის სამუშაო ენაა - ინგლისური.


მისამართი: 200 აუდიტორია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 240 აღმაშენებლის ხეივანი.


 

დამატებითი ინფორმაცია:

მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა 2020 წელს ტარდება ონლაინ რეჟიმში,  ორ ტურად-  14 და 15 ივლისს. მონაწილეთა 10% მიიღებს ოქროს, 20%- ვერცხლისა და 30% ბრინჯაოს მედლებს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ირანი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მაკედონია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

 

ოლიმპიადის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



დამატებითი დოკუმენტები:

 

 

გამოქვეყნებულია: 24-11-2020