სიახლეები
მასწავლებლის ბიბლიოთეკას ორი ახალი წიგნი შეემატა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამამ, მასწავლებლის ბიბლიოთკა ორი ახალი წიგნით გაამდიდრა.
წიგნის “საკლასო ოთახი,”ავტორები განიხილავენ საკლასო ოთახის სხვადასხვა ასპექტს, რადგან ამ მრავალფეროვან და განსხვავებულ სივრცეს რეალურად არ გააჩნია საზღვრები. საკლასო ოთახი – განათლების, მოსწავლეთა უფლებების, თავისუფლების, ცოდნისა და უნარების რეალიზების საუკეთესო საშუალებაა.
ავტორები გვთავაზობენ პრაქტიკულ მაგალითებს, როგორ გახადეს ეს სივრცე მოქნილი, პოზიტიური და დადებითი ემოციების მომცემი. სადაც მოსწავლეებს დაძლევინეს არასასურველი ქცევა, დაბნეულობა და შექმნეს ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეები გახდნენ აკადემიურად წარმატებულები. ავტორები გვისაბუთებენ, რომ საკლასო ოთახში არაფერია რუტინული, კონტროლი და შეფასებაც კი კლასის წარმატებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეებს რეალურად შეუძლიათ დაინახაონ თავიანთი თავი არა მარტო გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ პერსპექტივაშიც.
ავტორები მსჯელობენ, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო ოთახის ღირებულებები: არასტანდარტული სწავლება, ინტერაქტიური გაკვეთილები, მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება/წარმოჩენა, ურთიერთზრუნვა, სწორი კომუნიკაცია და კიდევ ბევრი სხვა.
მასწავლებლის ბიბლიოთეკის ახალი წიგნების ელექტრონული ვერსიები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თავისუფლად შემდეგი ბმულიდან.
გამოქვეყნებულია: 13-12-2019