სიახლეები
თანამშრომლობა გრძელდება
გრძელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტისა და ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის ერთობლივი კვლევა სალენის ტიპის კომპლექსის სინთეზსა და მათ ბიოლოგიური თვისებების შესწავლაზე. პროექტში ჩართული მოსწავლეები პედაგოგ თინათინ ბუთხუზთან ერთად 2018 წლის 6 დეკემბერს კვლავ ესტუმრნენ უნივერსიტეტს.
მათ მიერ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და სკოლის ქიმიის კლუბში უკვე სინთეზირებულია სალენის ტიპის კომპლექსები. ამჯერად მოსწავლეებმა დაათვალიერეს უჯრედული ხაზები, რომლებზეც უნდა გამოიცადოს სალენის ტიპის კომპლექსები. ისინი გაეცნენ მიკროსკოპიისა და ციტომეტრიის ძირითად მეთოდებს. ასევე უშუალოდ დააკვირდნენ ცდის მიმდინარეობას კვლევით ლაბორატორიაში და ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ნინა კულიკოვასთან და პროექტის ასისტენტ თენგიზ ნოზაძესთან ერთად გააანალიზეს მიღებული შედეგები.
მიმდინარე კვლევა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილოებით“ ფარგლებში (გრანტი SCR/10/4/2018).
ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა
გამოქვეყნებულია: 27-01-2019