სიახლეები

 

მასტერკლასი "რამდენად საშიშია ოზონი?"

2012 წლის 15 იანვარს 12.00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მასწავლებელთა პროფესული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მასტერკლასი ქიმიის მასწავლებელიბასათვის "რამდენად საშიშია ოზონი".
მასტერკლასზე განხილული იქნა საკითხები: რას წარმოადგენს ოზონი? ატმოსფეროს ფორმირება; ატმოსფეროს შედგენილობა; ოზონი – ატმოსფეროს “ჟანდარმი”; როგორ წარმოიქმნება ოზონი ატმოსფეროში? ოზონის მიღების ქიმიზმი; რამდენ ხანს გვექნება ოზონი? ოზონი – საშიში აგენტი! როგორია სტატისტიკა? რა იწვევს ოზონის შრის გაქრობას? ქლორისა და ფთორის ატომების როლი; ჰიდროქსილ–რადიკალების როლი; როგორ მივიღოთ ოზონი? რა როლი აკისრია ოზონს ქიმიურ ინდუსტრიაში და ყოფაცხვრებაში.
მასტერკლასს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგები.
პრეზენტაციის მასალა შესაძლებელია ჩამოწეროთ ბმულიდან.

 

 

გამოქვეყნებულია: 29-01-2012