სიახლეები
სპქა სტუმრად თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში
გრძელდება სპქა-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი „შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას“, რომლის მიზანიც არის სტუდენტების დახმარებით ქიმიის სპეციალობის პოპულარიზაცია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2016 წლის 4 თებერვალს სპქა ესტუმრა თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ქიმიის პედაგოგ ნინელი ბეჟუაშვილის მიწვევით.
სპქა-დან 82-ე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი კოტორაშვილი (პროექტის მენეჯერი), მარი გელაშვილი (მენტორი), გივი შარაშენიძე (მენტორი) და თეკლე ჯგერენაია (მენტორი).
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე.
გამოქვეყნებულია: 22-02-2016