სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2011 წლის 30 მაისს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ და გლდანი-ნაძალადევის რაიონის საერო სკოლა-გიმნაზია ,,გორდამ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.ასოციაციასა და სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მიზნები და ამოცანებია:
- სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
- პედაგოგთა და ლექტორთა შორის კოლეგიალური ურთიერთობის განმტკიცება;
- პოპულარული ლექციების მოწყობა;
- ექსპერიმენტული და ლაბორატორიული სამუშაოებით ურთიერთ უზრუნველყოფა;
- პერიოდულად (ყოველწლიურად) სასკოლო კონფერენციების მოწყობა;
- საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზის გამოყენებით განსაზღვრული თემატიკის, საჩვენებელი ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება;
- სასწავლო ლაბორატორიის თეორიული და ტექნიკური აღჭურვის სრულყოფაში სკოლისთვის დახმარების გაწევა.
ასოციასიციას ადა გორდას შორის თანამშრომლობის ფორმები იქნება:
- ურთიერთ სტუმრობა და გამოცდილებათა საინფორმაციო გაცვლა;
- (მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ. ასეთი გაზიარება მოხდება მხარეთა შორის კონსულტაციების დროს, შეიძლება შეიცავდეს არა კონფიდენციალური ხასიათის ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის მასალების გაცვლას).
- ერთობლივი პროექტები (მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, რომელთა მიზანია დასახულ ამოცანათა განხორციელება).
გაფორმებული მემორანდუმი განუსაზღვრელი ვადით მოქმედებს, სანამ ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ განაცხადებს, რომ სურს შეწყვიტოს მისი მოქმედება გარკვეული მიზეზების გამო. მხარეთა დამატებითი შეთანხმება, რომელიც ამ მემორანდუმით არ არის განპირობებული, შეიძლება აღირიცხოს დანართებში ან სხვა დოკუმენტებში მხარეთა სურვილისამებრ.
გამოქვეყნებულია: 23-10-2011