სიახლეები

 

შავი ზღვის ქსელი ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები-WASTEnet

2014 წლის 1-5 ივლისს ერევანში ამერიკულ უნივერსიტეტში შედგა პროექტის „შავი ზღვის ქსელი ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები-WASTEnet“ მესამე შეხვედრა. ამ შეხვედრის ფორმატი წინა ორისგან ოდნავ განსხვავებული იყო და გულისხმობდა ვორკშოპის ჩატარებას, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები- ინჟინრები, ქიმიკოსები და ეკოლოგები. განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლების გაწმენდის მდგომარეობა შავი ზღვის პირა ქვეყნებში, მათი დაბინძურების ინტენსივობა, არსებული გამწმენდი სისტემები და კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს. განსაკუთრებული აქცენტი კი წყლის გაწმენდის ბუნებრივ მეთოდებზე და მათ შორის, ხელოვნურ ჭაობზე გაკეთდა. შეხვედრის მეორე დღეს სპეციალური გასვლითი სემინარი ჩატარდა ხელოვნური ჭაობის ტერიტორიაზე.

შემდეგი შეხვედრა ოქტომბერში ოდესაშია დაგეგმილი.



 

 

გამოქვეყნებულია: 27-11-2014