სიახლეები

 

საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია: „ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემები"

15-17 აპრილს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას: „ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემები".

დაგეგმილია ნიადაგების დემონსტრირება წყნეთის, წყალტუბოს, ლისის ტბის, წეროვნის, ქარსანის მიდამოებში, სურამის უღელტეხილზე, მდინარე ხრამის აუზში.

ველზე გასვლამდე კონფერენციის გახსნის შემდეგ იგეგმება შემდეგი მოხსენებები:

  • აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე-„საქართველოს ნიადაგები-გუშინ, დღეს, ხვალ"
  • პროფესორი ვინფრიდ ბლუმი (ავსტრია): „ ნიადაგის ხარისხი ევროპაში და მდგრადი სოფლის მეურნეობა";
  • პროფესორი პეტერ შადი (გერმანია):"ნიადაგების რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა როგორც ნიადაგების კლასიფიკაციის საერთაშორისო სისტემა".

კონფერენციას გახსნის აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე (10:00 საათი, 113-ე აუდიტორია).



საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი

დ. აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი

0159, თბილისი, საქართველო

www.agruni.edu.ge

 

 

გამოქვეყნებულია: 12-05-2014