სიახლეები
ახალი სამეცნიერო პროექტი
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 1 სექტემბრიდან დაიწყება ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამეცნიერო პროექტი "მცენარეების Zoisiagrass-ის და Paspalum-ის ეკოლოგიური პოტენციალის შესწავლა".პროექტის შემსრულებლები იქნებიან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიიის თანამშრომლები(ლაბორატორიის ხელმძღვანელი გია ხატისაშვილი) და ჯორჯიის, ატლანტის უნივერსიტეტის გრიფინის განყოფილების თანამშრომლები.
პროექტის მიზანია Zoisiagrass-ის და Paspalum-ის ეკოლოგიური პოტენციალის გამოვლენა გარემოს დამბინძურებლების: ფტორორგანული ნაერთების, პესტიციდების, ნავთობის ნახშირწყალბადების, ფეთქებადი ნაერთების და კანცეროგენების მიმართ შემდგომში ამ მცენარეების რემედიაციულ ტექნოლოგიებში გამოყენებისათვის.
პროექტის ქართულ მხარეს აფინანსებს - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
პროექტის ქართული მხარის ხელმძღვანელია - თამარ ვარაზი
პროექტის ამერიკულ მხარეს უხელმძღვანელებენ: The University of Georgia, College of Agricultural and Environmental Sciences, Department of Crop and Soil Sciences Dr. Qingguo “Jack” Huang და Dr. Paul L. Raymer
გამოქვეყნებულია: 30-04-2014