სიახლეები
სკოლათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია რუსთავში
2014 წლის 28 თებერვალს რუსთავის #4 საჯარო სკოლაში გაიმართა სკოლათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია ფიტორემედიაცია - ქიმიურად დაბინძურებული გარემოს გასუფთავების ტექნოლოგია. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტის “ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავება მცენარეების საშუალებით” ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი – გია ხატისაშვილი).სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგებიც წარმოადგინეს რუსთავის #4 საჯარო სკოლისა და ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა, განხორციელდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა დაბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიაში. კონფერენციას ესწრებოდნენ რუსთავის სხვა სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლებიც. სამეცნიერო მოხსენებების შემდეგ, პროექტის მონაწილეებმა ჩაატარეს საინტერესო სადემონსტრაციო ქიმიური ექსპერიმენტები.
გამოქვეყნებულია: 19-04-2014