სიახლეები

 

სამეცნიერო-პოპულარული ლექცია ბაქსვუდის სკოლაში

24 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე მიწვეულ იყო ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, სადაც სკოლის თხოვნით წაიკითხა სამეცნიერო-პოპულარული ლექცია ქიმიაში. ლექციის დროს ჩატარდა ექსპერიმენტები. წაკითხული მასალა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქიმიის ისტორიასთან.

ამავე ლექციაზე ქეთევან კუპატაძემ ისაუბრა ჩამდინარე წყლების გასუფთავების ისეთ თანამედროვე და ბუნებრივ მეთოდზე, როგორიცაა ხელოვნური ჭაობი. წყლის გაწმენდის ამ მეთოდზე მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია პროექტ „შავი ზღვის ქსელის ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები- WASTEnet“-ის ფარგლებში.







 

 

გამოქვეყნებულია: 07-04-2014