სიახლეები

 

მე-4 ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციას "ქიმია დღეს-2014".

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სომხეთის ახალგაზრდა ქიმიკოსთა ასოციაციასთან ერთად ატარებს მორიგ ყოველწლიურ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო მე-4 კონფერენციას "ქიმია დღეს-2014".

მიმდინარე წელს კონფერენცია ჩატარდება 18-22 აგვისტოს ქ. ერევანში (სომხეთი). კონფერენციის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა ქიმიკოსთა ასოციაცია, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ორგანული და ფარმაცევტული ქიმიის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი, ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა.



კონფერენციას „ქიმია დღეს“ დასაბამი დაედო 2011 წელს. 2012 წლიდან მან საერთაშორისო ხასიათი მიიღო და მასში მონაწილეობა მიიღო 15-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტმა ახალგაზრდა ქიმიკოსმა.



კონფერენციის თეზისების წარმოდგენა წარმოებს 2014 წლის 14 აპრილამდე.



დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს.

 

 

გამოქვეყნებულია: 28-03-2014