სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - სად მთავრდება სწავლა და სად იწყება სწავლება

ვუძღვნი ჩემს მასწავლებლებს : პედაგოგებსა და მოსწავლეებს

მე, ისევე როგორც ყოველი სულიერი, სამყაროს თანდაყოლილი, ვესტიბულარული აპარატის ქვეცნობიერ ტალანებში დალექილი ცოდნით მოვევლინე. მართალია, მაშინ ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ, ჯერ კიდევ უჩინომ და კუნთებმოუმაგრებელმა, ვიცოდი, როგორ მესუნთქა, როგორ დამერეგულირებინა სხეულის ტემპერატურა თუ ნივთიერებათა ცვლა და ბევრი სხვა რამ, რასაც, ცხადია, ჩემდა უნებურად ვაკეთებდი. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო არსებობისთვის. ჰოდა, მეც სწავლა დავიწყე. სიცოცხლისთვის ენერგია მჭირდებოდა, ამიტომ პირველი, რაც დამოუკიდებლად ვისწავლე, იყო გზა დედის მკერდიდან მომდინარე რძის ნაკადულისკენ, რომელსაც ხელის ცეცებითა და ტუჩების ცმაცუნით მივიკვლევდი.

მერე თვალი ამეხილა. პირველი, რაც დავინახე, სადღაც მაღლა და შორს დაკიდებული წითელი ბურთი იყო. ხან ჩანდა, ხან იმალებოდა და ამ დროს მეუფლებოდა განცდა, რომ ისევ იმ წყვდიადში დავბრუნდი, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვედი. მალე გავიგე, რომ ნათელს დღე ერქვა, ხოლო წყვდიადს - ღამე, რომ დღე იყო საქმისა, ხოლო ღამე - მოსვენებისა.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 05-03-2014