სიახლეები

 

პროექტი "პირველი ნაბიჯი ქიმიისაკენ"

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონკურსის „სამეცნიერო კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დაფინანსებული პროექტის „პირველი ნაბიჯი ქიმიისაკენ“ ფარგლებში 2014 წლის 12 თებერვალს თბილისის 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.

მოსწავლეები ნინო მელაძე, მალხაზ გუშარაშვილი, ალექსანდრე საბანაძე, გიორგი ბეროზაშვილი, ნინო მოდრეკილაძე, ნინო ჩუბინიძე აგრარულ უნივერსიტეტში ჩართულნი არიან მიმდინარე კვლევაში, რომელიც ეძღვნება მაკროციკლური ლუმინოფული ნაერთების სინთეზს. პროექტს ახორცილებენ პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და 69-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ნინო ჭელიძე, ხოლო ასისტენტირებას უწევს თეა მათითაიშვილი.

ეს მათი უკვე მესამე ვიზიტია უნივერსიტეტში.







 

 

გამოქვეყნებულია: 25-02-2014