სიახლეები

 

ბიოპროდუქტი და გზა „ეკოლოგიურ სისუფთავემდე“

გონიერებას ფასი პირველად მაშინ დაედო, როცა ადამიანი ორ ფეხზე დადგა და ხის კავი გააკეთა ნაყოფის მოსაწოდებლად. გონიერებამ მის კუნთებსა და ბასრ კბილებს უფრო მეტი ძალა შესძინა. ტომის ბელადად გახდომა ამიერიდან გონიერებასა და მოხერხებაზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე ოჯახსა შინა მუშტი-კრივზე...

ეგვიპტე მაშინ ეგვიპტობდა, როცა ქვეყანას ბრძენთა „საბჭოები" მართავდნენ.

ძველ ელადაში წიგნიერებას დიდი პატივით ეპყრობოდნენ. დიდების კვარცხლბეკზე ასვლის უფლება მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს ჰქონდათ. საზოგადოება მათაც პატივს მიაგებდა, ჭკუას ეკითხებოდა... დიდება მიმზიდველია, წარჩინება - მაცდუნებელი, ამიტომ ჭკუა-გამჭრიახობის საზომად საფიხვნოზე შეკრებილთა რაოდენობა იქცა და არა ორატორის „აფორიზმები". გამოჩნდნენ პირველი ამბიციური ორატორებიც, რომლებიც გულუხვად უმასპინძლდებოდნენ მის მოსასმენად მოსულთ. მათაც ხელი უშვეს გრდემლსა და ჩაქუჩს, გუთანსა და თოხს, ახალ პროფესიას დაეუფლნენ - ტაშის კვრასა და ოვაციების წამოძახებას... ასე დაიბადა ამ ქვეყანაზე პირველი პოლიტიკური პარტიები.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 18-02-2014