სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - იყო და არა იყო რა...

ასე იწყებოდა ჩვენს ბავშვობაში ზღაპრები. უკრაინული თუ ფრანგული, ნორვეგიული თუ გერმანული, ამერიკული თუ ირანული ზღაპრების დასაწყისიც თითქმის ასეთივეა. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ასევე იწყებდნენ ზღაპრის მოყოლას შუმერები, მაიასტომელები და აცტეკებიც. რატომ ან როგორ შეთანხმდნენ მთელი მსოფლიოს მეზღაპრეები თხრობის ამ სტილზე? ეგებ იმიტომ, რომ ის ყველაზე ახლოს არის ჩვენს ყოფასთან, ჩვენს მისწრაფებებსა და მოლოდინთან, სამყაროს მოწყობისა და ბედნიერების შესახებ ჩვენს წარმოდგენებთან... ჩვენს შინაგან „მეს" სწადია, ჩვენი არსებობაც ასევე მშვიდად დაიწყოს და ბედნიერ დასასრულს (გნებავთ, აღსასრულს) მიაღწიოს. ამიტომაც შემოგვპარვია ლექსიკაში სიტყვა „ზღაპრული": „ზღაპრული ცხოვრება", „ზღაპრული ბუნება", - რაც ძალიან ლამაზს, მშვენიერს, ენით აუწერელს, საოცნებოს, თუმცა კი ბოლომდე ვერმიღწეულს ნიშნავს.

ნაერთის ისტორიაც, რომელიც ახლა მინდა გიამბოთ, ზღაპარივითაა.

ეს ერთი პატარა მოლეკულაა, ორი ნახშირბადითა და ორი იმდენი წყალბადით. ძველები მას ეთილენს ეძახდნენ. დღეს უკვე ეთენად არის მონათლული, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და, გოლოვინის პროსპექტისა არ იყოს, ბარე ორი თაობა შეიცვლება, ვიდრე „ეთილენი" ჩვენს ქიმიურ ლექსიკონში „ეთენად" იქცეოდეს.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 16-02-2014