სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - მოლეკულების საკანი

მინის მუქი ბოთლი. ადამიანთა სამყაროში მას ქილას ეძახიან, მოლეკულათა სამყაროში - საკანს. ძველი ლაბორატორიის თაროებზე უამრავი ასეთი საკანია. ერთ-ერთ მათგანში ძმარმჟავას მოლეკულები გამოუკეტავთ დიდი ხნის წინ. ბოთლს უსახლკარო მათხოვრის პალტოსავით ჩამოსძენძვია ეტიკეტი, რომელიც ერთ დროს მისი „პასპორტი" იყო. ჟამთა ცვლას სახურავი მტვრის სქელი ფენით დაუფარავს. ჩანს, დიდი ხანია, არ შეხებია ადამიანის ხელი...

შორეული ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი საკნის ერთ-გვერდს ანათებს. ძმარმჟავას ერთი მოლეკულა მზეს მიფიცხებია და ბებერ ბმებს ითბობს. აღარც კი ახსოვს, როდის გამოკეტეს ამ საკანში. მას შემდეგ მრავალმა გაზაფხულ-შემოდგომამ ჩაიარა. ამ ხნის განმავლობაში მოძმეც ბევრი დაკარგა. თითებზე ჩამოსათვლელნიღა დარჩნენ...

გუშინ ყური მოჰკრა, ლაბორატორიაში ვიღაცამ მისი სახელი ახსენა. მერე მის გვერდით დადებული ფურცლისკენ გააპარა თვალი. ხვალისთვის დაგეგმილი ექსპერიმენტის მეთოდიკა აღმოჩნდა - მისი განაჩენი...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 28-01-2014