სიახლეები

 

PROFILES-საქართველო პროექტში იწვევს ქიმიის მასწავლებელებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ევროკომისიის FP7 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის PROFILES განხორციელებაში. პროექტის კონსორციუმში გაერთიანებულია 19 ქვეყანის 21 უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (Freie Universität Berlin).

PROFILES პროექტი მიზნად ისახავს კვლევაზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების (IBSE) დანერგვის ხელშეწყობას. აღნიშნულის მისაღწევად, PROFILES პარტნიორები ქმნიან ინოვაციურ სასწავლო გერემოს და ატარებენ მასწავლებელთა გრძელვადიან გადამზადების ტერინინგებს. ორივე სტრატეგია დაეხმარება ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს პროფესიულ ზრდაში, რაც თავის მხრივ ბუნებისმეტყველების სწავლების ეფექტურობის ზრდის საფუძველი გახდება. ამასთან, პროქტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში.

"http://profiles-georgia.iliauni.edu.ge/index.php/ka/

პროექტში მონაწილეობის მსურველი მასწავლებელები შერჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

შერჩეული მასწავლებელები:
  • გაივლიან ტერინინგს კვლევაზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებაში (IBSE) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  • ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში საგაკვეთილო მოდულებს.
  • მონაწილეობას მიიღებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისადმი საკუთარი კლასის მოწავლეების დამოკიდებულების კვლევაში, რომელიც საერთაშორისო კვლევის ნაწილი გახდება.
  • მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებსა და გამოცდილების გაზიარებაში.
  • პროექტის ფარგლებში გამოვლენილი წარმატებული პრაქტიკის მასწავლებელები მონაწილეობას მიიღებენ 2014 წელს ბერლინში გამართულ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში.
ტრეინინგები სავარაუდოდ ჩატარედება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში (4 საათი) და შაბათს (6 საათი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სულ, დაგეგმილია 8 სატრენინგო დღე. მოდულები ისეა შერჩეული, რომ თანხვდება მოცემული კლასის საგნობრივ პროგრამებთან.

პროგრამის დანერგვის წინ და მისი დანერგვის შემდეგ მასწავლებელები ჩაატარებენ მოსწავლეთა გამოკითხვას კითხვარების მეშვეობით. მათ მიერ შეგროვებული მონაცემები საერთაშორისო კვლევის ნაწილი გახდება.

სამოტივაციო წერილი და CV მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიგზავნოს ა.წ. 1 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: profiles.georgia@gmail.com

 

 

გამოქვეყნებულია: 15-11-2013