სიახლეები

 

საქართველო მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია ქიმიაში

ქალაქ მოსკოვში გრძელდება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში ICHO-2013. 19 ივლისს 18.00 გაიმართა საორგანიზაციო კომიტეტის მეორე სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც შედიოდა ახალი წევრების საკითხის განხილვა.

საქართველომ ოლიმპიადაში მინაწილეობისათვის პირველად განაცხადი გასულ 2012 წელს გააკეთა და იგი ოლიმპიადის წესდებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.

საქართველოს მხრიდან ოლიმპიადაზე დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან ელიზბარ ელიზბარაშვილი და ინგა ლომაძე. მათ მიერ ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული იქნა მოხსენება საქართველოში ეროვნული ოლიპდიადების ჩატარების და საერთაშორისო ოლიპიადაზე მოსწავლეთა შერჩევის წესის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული საგამოცდო ცენტრისა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ შემუშავებულმა რეგულაციებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და საქართველო ერთახმად მიიღეს ოლიმპიურ კომიტეტში.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებით ელის საერთაშორისო ოლიმპიადა 2014 წელს ვიეტნამში.

 

 

გამოქვეყნებულია: 22-08-2013