სიახლეები
ელიზბარ ელიზბარაშვილი - დეიდებო, ბიძიებო, დამიწერეთ 51 ქულა...
მაგრამ რისი თხოვნა არ არის ეროვნული სირცხვილი? არ გაიკვირვოთ და, ნიშნის! ეს ალბათ ერთადერთი რამაა, რასაც ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა გულგრილად უყურებს. ყოველგვარი მორიდების, დამორცხვების, ლოყების შეწითლების გარეშე შეუძლია სტუდენტს, ითხოვოს დაუმსახურებელი ნიშანი; ახლობელს, მეგობარს, ნაცნობს, ზემდგომსა თუ ქვემდგომს მოურიდებლად შეუძლია დაგირეკოს - ესა და ეს ჩემი ახლობელია და იქნებ დაეხმაროთ, ნიშანი დაუწეროთო... რატომაა "დახმარება" დაუმსახურებელი ნიშნის დაწერა, ეს ცალკე განსჯის საგანია; მთავარი ის არის, რომ ამ თხოვნის შეუსრულებლობა ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირებულებებს. თვითონვე გრცხვენია და ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას თვალს არიდებახლობელს, ნაცნობს, ზემდგომსა და ქვემდგომს... ერთი კინკილა ნიშანი გთხოვეს და ვერ დაუწერე, აბა ეგ რა საქციელია, რა კაცობაა, რა ქართველობაა?!.სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 22-08-2013