სიახლეები
ნ. მეგრელიშვილი- ქიმიური ინგრედიენტები კოსმეტიკაში
ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ქალები, ისე მამაკაცები დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ. ამ საშუალებების თითქმის 90% კი ქიმიური და მათ შორის სინთეზური წარმოშობის ინგრედიენტებია, რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არსებობს 500-ზე მეტი კომპონენტი, რომელსაც იყენებენ უმეტესად გავრცელებული კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებაში. განსაკუთრებით საშიშია ის ფაქტი, რომ მომხმარებლისათვის ძნელი გასაგებია, თუ რამდენად უსაფრთხოა ადამიანისათვის ესა თუ ის ქიმიური პრეპარატი. ამერიკელ ეკოლოგთა ჯგუფის (EWG) მიერ, ხუთი წლის მანძილზე ხდებოდა კოსმეტიკური პროდუქციის გამოკვლევა, შედეგად შეიქმნა ინგრედიენტების ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილი იქნა 14100 ბრენდული პროდუქტი. ამ ბაზაში შეტანილია ასევე მონაცემები ტოქსიკური კომპონენტების შესახებ. დადგენილი იქნა, რომ შესწავლილი კოსმეტიკური საშუალებების ერთ მესამედზე მეტი შეიცავს კიბოს გამომწვევ ერთ ნივთიერებას მაინც, 57% - ,,შეღწევის გამაძლიერებელს“, რომელიც ხელს უწყობს კანში ქიმიური ნივთიერების სწრაფ და ღრმა შეღწევას, 79% -კი კანცეროგენულ მინარევს. ამ მინარევთა უმრავლესობა კანონით არაა აკრძალული და ამიტომ მათი მწარმოებლები იყენებენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. EWG–ს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ მწარმოებლები ეტიკეტზე მიუთითებენ გამოყენებული ინგრედიენტების მხოლოდ 11% –ს.სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ ქიმიის უწყებანის ვებ-გვერზე
გამოქვეყნებულია: 13-08-2013