სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - უგანცხადებო

ფშავს, დანარჩენი საქართველოს დიდი ნაწილი, ძირითადად ვაჟა-ფშაველათი და ჩარგალით იცნობს. ეს არის კუთხე, რომელიც თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარეობს, თუმცა არაგვის ხეობის ბუმბერაზი მთების კალთებსა და ხევებში შემალულა სხვათა თვალთა მოსარიდებლად და დღესაც, ძირითადად, ძველი ადათ-წესებით აგრძელებს ყოფას. ფშავში სტუმრობისას შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ბუნებით, მოიხიბლოთ ფლორის მრავალფეროვნებით, გული გაიგრილოთ მთის ანკარა და ცივი მდინარეებითა და კდლიდან ნაჟური წყარობით, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვა სხვა მაღალმთიან კუთხეებშიც შეიძლება.

თუმცა ფშავს აქვს თავისი განსაკუთრებულობა_ დიალექტი, რომელიც ყველაზე ახლო დგას ძველ ქართულ ენასთან და კაფია. ამ კუთხის მოსახლეთა ერთ-ერთი ძირითადი კრედო "სიფრთხილით ცხოვრებაა", რომ არაფერი შეეშალოს და ვინმეს საკბილო არ გახდეს კაფიისთვის. ამიტომაც, დინჯად, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვით ფიხვნობენ... რიყეზეც ნაბიჯს ფრთხილად ადგამენ, რადგან ქვაზე ფეხის დაცდენით შეიძლება კაფიაში ამოჰყონ თავი... კიდევ რა არის თვალში საცემი? თვითკრიტიკულობის უნარი. ფოლკლორი საკუთარი თავის გალექსების არაერთ შესანიშნავ ნიმუშს ინახავს...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 13-08-2013