სიახლეები
აქცია ”სტუ-ის სტუდენტები-სკოლას”
სრული პროფესორის რეზო კლდიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის და ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტების I კურსის სტუდენტები ქვეყნის სხვადასხვა სკოლებში ატარებენ აქციას ”სტუ-ის სტუდენტები-სკოლას”. აქციის ფარგლებში სტუდენტები ატარებენ სემინარებს იმ სკოლებში, რომლებიც თავად სწავლობდენენ. ბოლო სემინარზე წარმოდგენილი იყო თემა “წყალი და მისი ხასიათი”.სემინარები ჩატარდა: სურამის, ახალციხის, სოფელ მისაქციელის, სოფელ კოდის, გურჯანიის, სოფელ ხატევანის, თელავის სკოლებში. პრეზენტაციები მოამზადეს სტუდენტებმა უჩა მჭედლიშვილმა, თორნიკე გიქოშვილმა, კესარია მეფარიშვილმა, თამარ რეხვიაშვილმა, გიორგი ნაზარაშვილმა, გიორგი ბეგიაშვილმა, ნათია გედევანიშვილმა, ბექა ნონიაშვილმა, თათია შაშიაშვილმა, ნუგზარ ჯაფარიძემ, დეა რევაზიშვილმა, სოფიკო ცისკარიშვილმა, ნუნუ ჯანგიძემ, ირინე გოგნაძემ, ირინე ხაჩიძემ, მაია რეხვიაშვილმა, თამთა გუცაშვილმა, ნინო ჩოთალიშვილმა, მერი ქურასბედიანმა, ანა კილასონიამ.
გამოქვეყნებულია: 29-07-2013