სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - წონასწორობა

გინახავთ ალბათ, როგორ დადის ახალფეხადგმული ბავშვი, თითოეულ ნაბიჯს რამხელა ძალისხმევას ანდომებს... ძნელია პირველი ნაბიჯის გადადგმა, მეორისა - კიდევ უფრო ძნელი, მერე და მერე კი საქმე ნელ-ნელა მარტივდება და გვავიწყდება კიდეც ის პირველი სირთულეები.

რატომ გვიჭირს ასე? მუსკულატურას ჯერ არ შეუძლია ჩვენი სხეულის სიმძიმის ზიდვა? არა, ბატონებო, ვიდრე გავბედავთ და "ყალყზე შევდგებით", იმდენი გვაქვს ნაფორთხი, ყოველ გაბრაზება-გაჟინიანებაზე ფეხები ჰაერში "ნაბაკუნები", რომ ჩვენს ქვედა კიდურებს სხეულის ზედა ნაწილის ტარება ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.

რაც ხელს გვიშლის, წონასწორობის დაცვის უუნარობაა. წელში გამართულ სიარულს ნავარჯიშები კუნთები არ ჰყოფნის - მას ცოდნაც უნდა, წონასწორობის დაცვის ცოდნა.

წონასწორობის ფენომენი მთელი ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. წელიწადის დროთა მონაცვლეობა, სუნთქვის რიტმი მთელი თავისი ღრმა ბიოლოგიური მოვლენებით, ჟანგბად-ნახშირორჟანგის წარმოქმნა-ურთიერთგარდაქმნა ჩვენს ორგანიზმში თუ მის გარეთ და ყოველი მოვლენა, რომელიც თვალით დაინახება, ყურით გაიგონება, შეხებით შეიგრძნობა, წონასწორულია. თვით ჩვენი ამა სოფლად ყოფნაც წონასწორობაა დაბადებასა და სიკვდილს შორის. დაბადებისას მშობლები მხოლოდ რამდენიმე მოლეკულას გვისახსოვრებენ, მერე მთელი სიცოცხლე დედამიწის ძუძუს ვწოვთ, ხარბად ვისრუტავთ იქიდან ელემენტებს და ვაგებთ ჩვენს სხეულს, ბოლოს კი... უკანვე ვუბრუნებთ და ამით აღვასრულებთ წონასწორობის კანონს. სხვაგვარად არც შეიძლება - ჩვენ შემდეგაც ხომ უნდა დაიბადონ სხვები...

ქიმიაშიც ხშირად გვაქვს საქმე წონასწორობასთან, თუმცა ამ ტერმინით ზოგჯერ მხოლოდ რეაქციების შექცევადობას ვგულისხმობთ. უამრავი მათგანი შექცევადობის გამო "ბოლომდე არ მიდის". მაგალითად შეიძლება ესტერიფიკაციის რეაქცია მოვიყვანოთ:

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 22-05-2013