სიახლეები
ელიზბარ ელიზბარაშვილი - ხილულის მიღმა
ახლა საუკეთესო დროა ანალიზისთვის, სინანულისა და იმედისთვის. უკანასკნელ მოსახვევში შევიდა ამ წლის მატარებელი, ბოლო ვაგონებიღა მოჩანს და სანამ ისინიც მიეფარებიან თვალს, კიდევ ერთხელ ვცდილობთ წარსულის აღდგენას, გაცოცხლებას, თავის დროზე ვერდანახულის დანახვას... თითქოს ერთხელ წაკითხულ წიგნს ხელახლა ვკითხულობთ, ოღონდ ვკითხულობთ გულისყურით. ყური ძველ საქართველოში "დღევანდელ" თვალს ერქვა, ამიტომ "გულისყურით დაკვირვება" გულით ხედვას, ზედაპირზე გამოუტანელის დანახვასა და სტრიქონებად დაუწერელის წაკითხვას ნიშნავს.როგორ ვკითხულობთ ქიმიურ რეაქციებს? მათაც ხშირად გულისყურით უნდა წაკითხვა. თუ გვინდა, პარტიტურის კითხვისას მუსიკის მთელ ხმოვანებას ჩავწვდეთ, ნოტად გამოსახული თითოეული ბგერის უკან დირიჟორის ხელის მოძრაობაც უნდა წარმოვიდგინოთ. ასე ქიმიაშიც, ფურცელზე "ნოტებად" - ქიმიურ სიმბოლოებად - ჩაწერილი თითოეული რეაქციის მიღმა უნდა ვხედავდეთ ქიმიკოს-ექსპერიმენტატორის ხელის მოძრაობასაც. ფურცელი ბევრ რამეს იტანს, ფურცელზე მარტივი და ურთულესი გარდაქმნის ჩაწერას ერთნაირი ძალისხმევა სჭირდება, კოლბაში კი სულ სხვანაირად არის საქმე. მრავალი პროდუქტი ფურცელზე ერთი ხელის მოსმით მიიღება, რეალურ პროცესში კი შესაძლოა არაერთი მომქანცველი ღამის გათენებისა და დღის დაღამების მოწმენი გავხდეთ.
სტატია სრულად იხილეთ www.mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 28-01-2013