სიახლეები

 

ნათია არაბული - ვალენტური ორბიტალების ელექტრონული წყვილების განზიდვის თეორია

ვალენტური ორბიტალების ელექტრონული წყვილების განზიდვის თეორიის მიზანია მოლეკულის (ან იონის) გეომეტრიული ფორმის დადგენა და მისი ცენტრალური ატომის ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაციის ტიპის განსაზღვრა. ამ თეორიას საფუძვლად უდევს მიდგომა, რომლის არსი ასეთია: მოლეკულა ისწრაფის, მიიღოს ისეთი ფორმა, რომ ატომების სავალენტო ელექტრონული წყვილები მაქსიმალურად იყოს დაშორებული ერთმანეთს.

ეს თეორია ლუისის ფორმულებს ეყრდნობა. გავიხსენოთ, რომ ლუისის ფორმულა გვიჩვენებს როგორც მოლეკულაში (ან იონში) არსებულ ატომებს შორის ბმების წარმომომქმნელ, ისე თავისუფალ (გაუზიარებელ) ელექტრონულ წყვილებსაც. იმისთვის, რომ სწორად შევადგინოთ ლუისის ფორმულა, განვსაზღვროთ მოლეკულის გეომეტრიული ფორმა და ცენტრალური ატომის ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაციის ტიპი, საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა. განვიხილოთ ეს წესები წყლის მოლეკულის მაგალითზე ლუისის ფორმულის შედგენის პარალელურად.

სტატია სრულად იხილეთ www.mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 04-12-2012